27 აგვისტო 2026,   18:32
ვრცლად
"დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში" - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანტალიაში გამართულ დიპლომატიურ ფორუმზე მსოფლიო ლიდერებთან არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამათა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანტალიაში გამართულ დიპლომატიურ ფორუმზე, ორი დღის განმავლობაში, მსოფლიო ლიდერებთან არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამათა. მათ შორის იყო ფორუმის მთავარი მასპინძელი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. დახურულ კარს მიღმა დღეს, მთავრობის მეთაურმა და თურქეთის პირველმა პირმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე ისაუბრეს დღეს ირაკლი კობახიძემ და უნგრეთის პრემიერ მინისტრმაც. ორი ქვეყნის ლიდერმა საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვიქტორ ორბანმა პლატფორმა x-ზე პოსტი გამოაქვეყნა.

დღეს შეხვედრა შედგა მთავრობის მეთაურსა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შორის. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და საქართველოს გამოწვევები ევროპულ გზაზე - ორმხრივი შეხვედრის მთავარი საკითხი იყო. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო მზად არის ნებისმიერი ტიპის დიალოგისთვის, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული გამოწვევები, დიპლომატიური ფორუმზე განიხილეს. პანელურ დისკუსიაში საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი დიპლომატები იღებდნენ მონაწილეობას. მაკა ბოჭორიშვილმა, რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს მთავარ პრიორიტეტად დაასახელა.

მიიღებს თუ არა მონაწილეობას საქართველო "3+3" ფორმატში, სადაც რუსეთი მონაწილეობას?! ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, პანელურ დისკუსიაზე დასმულ კითხვას მკაფიო პასუხი გასცა. მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და ოფიციალური თბილისის უარი 18 ოქტომბრის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებაზე ამით ახსნა.

ანკარის დიპლომატიურ ფორუმში ამერიკელი პროფესორი ჯეფრი საქსიც იღებდა მონაწილეობას. პროფესორმა ევროპელებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან.

გარდა პანელური დისკუსიასა, საქართველოს პირველმა დიპლომატმა ორმხრივი შეხვედრები გამართა, ჩრდილოეთ მაკედონიის, მალდივის რესპუბლიკისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, დიპლომატებთან და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან აუდიენცია გაზრდის საქართველოს როლს საერთაშორისო დონეზე.

"დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში". ანკარის ფორუმზე შეკრებილი მსოფლიო ლიდერები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები თანამედროვე სამყაროში დიპლომატიის წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავდნენ. საქართველოს სახელმწიფო დელეგაციამ თურქეთში ვიზიტი უკვე დაასრულა.

დღის ამბები