30 აგვისტო 2026,   00:07
ვრცლად
საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები, ევროკავშირის მხრიდან ქვეყნის შიდა პოლიტიკასა და საგარეო კურსზე ჩარევის მცდელობითაა გამოწვეული - ჰარალდ ვეიელი

საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას გერმანელი პოლიტიკოსი ჰარალდ ვეიელი ეხმიანება.

ბუნდესტაგში პარტია "ალტერნატივა გერმანიის" წარმომადგენელი ამბობს, რომ ბრიუსელის მიერ რეზოლუციაში მოყვანილი კონკრეტული მოთხოვნები აზრს მოკლებულია, ვინაიდან საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან ქვეყნის შიდა პოლიტიკასა და საგარეო კურსზე ჩარევის მცდელობითაა გამოწვეული.

პოლიტიკოსი პირად ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ვრცელ კომენტარში, ევროკავშირის ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს.

დღის ამბები