"PACE განსაკუთრებით დღეს არ არის დამოუკიდებელი", - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, PACE-ში ანგაჟირებული დეპუტატები არიან და რეზოლუციას ლობისტების დაკვეთის მიხედვით იღებენ.
"PACE განსაკუთრებით დღეს არ არის დამოუკიდებელი. რასაც დაუკვეთენ სწორედ ისეთი რეზოლუციები ცხვება. აქ, როდესაც ეუთო/ოდირი წარმოდგენილი იყო, არჩევნების დროს, რამდენიმე ათასიანი
არმიით, დასკვნა დადეს და თქვეს, რომ ეს ლეგიტიმური ხელისუფლებაა. ხარვეზები გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ევროპულ სახელმწიფოებში და ასეთი რადიკალურად განსხვავებული დასკვნები არის, ევროპული ინსტიტუციებს დასკვნები.
მოსახლეობამ ხომ იცის ეს ყველაფერი. რაც თავისი თვალით ნახეს, მოისმინეს, დააკვირდნენ, ის დასკვნა დადეს. ხოლო PACE-ში რომ არიან ანგაჟირებული დეპუტატები, ჩვეულებრივი ლობისტური ორგანიზაციების მიერ დაქირავებულები, რადიკალურად განსხვავებულს ჰყვებიან იმიტომ, რომ დაქირავებულები არიან", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.