31 აგვისტო 2026,   15:03
ვრცლად
"აბსოლუტურად უსუსური და 180 გრადუსით საპირისპიროა, ის რეზოლუცია და მოთხოვნები, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თავის რეზოლუციაში მიიღო" - გივი მიქანაძე

"კონკრეტულ ძალებს აქვთ ინტერესი, რომ როგორმე შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩაერიონ", - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეუთო/ოდრიმა დადო დასკვნა, რომ საქართველოში არჩევნების ადმინისტრირების დონე იყო ძალიან მაღალი, ამ ფონზე აბსოლუტურად უსუსური და 180 გრადუსით საპირისპიროა, ის რეზოლუცია და მოთხოვნები, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თავის რეზოლუციაში მიიღო.

"ვნახეთ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნამ, აღიარა საქართველოში ჩატარებული არჩევნები, ის კონკურენტუნარიანი გამოაცხადა და მიუთითა იმაზე, რომ არჩევნების ადმინისტრირების დონე იყო ძალიან მაღალი სტანდარტის შესაბამისი.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, აბსოლუტურად უსუსური და 180 გრადუსით საპირისპიროა, ის რეზოლუცია და მოთხოვნები, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თავის რეზოლუციაში მიიღო.

ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს ორმაგი სტანდარტებით მიდგომაზე, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტულ ძალებს აქვთ ინტერესი, როგორმე შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩაერიონ.

რაც მთავარია, მათ მონურ მორჩილებაში მყოფი ქართული რადიკალური ოპოზიცია რაღაცნაირად გამოაცოცხლონ იმიტომ, რომ თვითონაც ხედავენ, მათ პულსი არ ესინჯებათ," -განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

დღის ამბები