28 აგვისტო 2026,   17:52
ვრცლად
მოვუწოდებთ [საქართველოს] ხელისუფლებას, აღადგინოს დიალოგი და თანამშრომლობა ასამბლეასთან და ევროსაბჭოსთან და ჩვენ მზად ვართ ამას ვუპასუხოთ - საბინა ჩუდიჩი

ბოსნიელი პარლამენტარი/ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საკითხზე მომხსენებელი საბინა ჩუდიჩი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დიალოგი და თანამშრომლობა აღადგინოს ასამბლეასთან და ევროსაბჭოსთან.

მისი თქმით, მოხსენება, რომლის წარდგენაც სურთ, არის პროგრესსა და ევროსაბჭოსთან კონსტრუქციულ ჩართულობაზე.

"როგორ ვექცევით ჩვენ ოპოზიციას, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, არის საბოლოო კრიტერიუმი, რითაც ვზომავთ ქვეყნის პროგრესს ან, ამ შემთხვევაში, მკვეთრ უკუსვლას. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღადგინოს დიალოგი და თანამშრომლობა ასამბლეასთან და ევროსაბჭოსთან და ჩვენ მზად ვართ, ამას ვუპასუხოთ. ჩვენ გვსურს ჩავერთოთ. ეს არ არის მოხსენება, რომლის წარდგენის გაგრძელება გვსურს. მოხსენება, რომლის წარდგენაც გვსურს, არის პროგრესზე, ევროსაბჭოსთან კონსტრუქციულ ჩართულობაზე“, - განაცხადა საბინა ჩუდიჩმა.

დღის ამბები