სტამბოლში, რუსეთის საკონსულოში, რუსეთისა და ამერიკის დელეგაციები მოლაპარაკებებს მართავენ. მოსკოვს ამერიკაში რუსეთის ელჩი ალექსანდრ დარჩიევი წარმოადგენს, ვაშინგტონს - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოულტერი.
მანამდე, სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დღის წესრიგში არ არის პოლიტიკური, უსაფრთხოების და უკრაინის საკითხები.
დიალოგი მხოლოდ საელჩოების ფუნქციონირებას ეხება.