22 ივნისი 2026,   03:09
ვრცლად
ცნობილი ღამის კლუბის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, 113 ადამიანი დაიღუპა - შემთხვევა დომინიკის რესპუბლიკაში მოხდა

დომინიკის რესპუბლიკაში, ცნობილი ღამის კლუბის, Jet Set-ის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, 113 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სანტო დომინგოში მდებარე ცნობილ ღამის კლუბში სახურავის ჩამონგრევის დროს, მინიმუმ, 300 ადამიანი იმყოფებოდა.

მედიის ცნობით, სახურავი ღამის 1:00 საათზე, მომღერალ რუბი პერესისა და მისი ორკესტრის გამოსვლის დროს ჩამოინგრა. პერესის ცხედარი შემთხვევის ადგილზე, ოთხშაბათს დილით იპოვეს.

მედიის ინფორმაციით, 33 ცხედრის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

დღის ამბები