21 ივნისი 2026,   23:25
ვრცლად
სომეხი და ირანელი სამხედროები ერთობლივ წვრთნებს იწყებენ - სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთისა და ირანის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ.

"9-10 აპრილს, სომხეთისა და ირანის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმები ერთობლივ სამხედრო სწავლებას ჩაატარებენ. სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი წვრთნების ნაწილს სომხეთის ტერიტორიაზე ჩაატარებს, ხოლო ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი - ირანის ტერიტორიაზე", - აღნიშნულია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

დღის ამბები