22 ივნისი 2026,   06:40
ვრცლად
თეთრი სახლის განცხადებით, ჩინეთზე დაწესებული ტარიფები ოთხშაბათს მინიმუმ 104%-მდე გაიზრდება

თეთრი სახლის განცხადებით, ჩინეთზე დაწესებული ტარიფები ოთხშაბათს მინიმუმ 104%-მდე გაიზრდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი გეგმავს ჩინეთიდან ყველა იმპორტზე დამატებით 84%-იანი გადასახადის დაწესებას.

"ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, რომლებმაც საპასუხო ზომები და ამერიკელი მუშაკების მიმართ არასათანადო მოპყრობა აირჩიეს, შეცდომას უშვებენ. პრეზიდენტ ტრამპს ფოლადის ხერხემალი აქვს და ის არ გატყდება. ჩინელებს სურთ გარიგების დადება, მათ უბრალოდ არ იციან როგორ გააკეთონ ეს," - აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

დღის ამბები