ტარიფების შესახებ ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, მსოფლიო საფინანსო ბირჟებზე ისევ პანიკაა. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის და ევროპის ინდექსები ყოველდღიურ ვარდნას განიცდიან, რასაც მალე შეიძლება ფასების ზრდაც მოჰყვეს.
ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ თუ ვაშინგტონი გადაწყვეტილების შეჩერების შესახებ არ გამოაცხადებს, მსოფლიოს ფინანსური ბირთვული ზამთარი ელის. "გარდიანის" ინფორმაციით, დღეს დილიდან ევროპის ინდექსი, რომელიც ევროპაში 600 უდიდეს კომპანიას აერთიანებს, 6%-ით დაეცა.
ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტრამპს სამრეწველო საქონელზე ნულოვანი ტარიფებს სთავაზობს და ამავდროულად მზადაა საპასუხო ზომებისთვის.
"ბლუმბერგის" ინფორმაციით კი, აზიური საფონდო ინდექსი რომელიც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 13 ქვეყნის კომპანიებს აერთიანებს, დღეს 7% -ით, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ.