26 აგვისტო 2026,   10:04
ვრცლად
ბრიტანული გრანტი - სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთის მთავრობის გრანტი USAID-ის ალტერნატივაა

ვაშინგტონის ნაცვლად ლონდონი! სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთის მთავრობის გრანტი, USAID-ის ალტერნატივაა და ქვეყანაში რევოლუციურ პროცესებს მოხმარდებაა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პროგრამა, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის 100 000 გირვანქა სტერლინგამდე თანხის გამოყოფას ითვალისწინებს, "დიფ სთეითის" გავლენების გაძლიერებას ემსახურება. შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ერთ-ერთი ისფედი იქნება. ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებაშია მხილებული.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ საგრანტო პროგრამა 2025 წლის მუნიციპალური არჩევნების ეფექტურად ჩატარებისთვის გამოცხადდა. "კურიერი" დაინტერესდა, რა პირობებით და რომელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყო გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ათასობით ფუნტი. განიხილავენ თუ არა "სამართლიანი არჩევნებისთვის" გრანტის გადაცემის შესაძლებლობას თუ ორგანიზაცია ლონდონს ამ მოთხოვნით მიმართავს? "კურიერის" წერილობით შეტყობინებაზე არც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და არც საელჩოს, პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.

ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეკითხვები არ აქვს ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, რომ გაერთიანებული სამეფოს გრანტი მხოლოდ დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას ემსახურება.

სახელისუფლებო გუნდი, ბრიტანული დაფინანსებით ქვეყანაში არეულობის მცდელობის მორიგ სცენარს ელოდება. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ პროცესებს აქამდე USAID-ის გრანტებით ახორციელებდნენ, ახლა ეს პასუხისმგებლობა "დიფ სთეითმა", შტატების შემდეგ, ევროპულ სტრუქტურებს დააკისრა.

ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადების მიღების საბოლოო ვადა 25 აპრილამდე განსაზღვრა. გაგზავნა, თუ არა ისფედმა- გრანტის გამოყოფის მოთხოვნა, ლონდონში? განმარტებას არც თავად სამართლიანი არჩევნები აკეთებს. ორგანიზაციის წარმომადგენლები კუერიერის სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ.

დღის ამბები