27 აგვისტო 2026,   03:19
ვრცლად
"მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინას, რომელმაც ძალიან ახალგაზრდას გამომიცხადა ნდობა წლების წინ" - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა იმ ნდობისთვის, რომელიც წლების წინ გამოუცხადა.

"ამოცანები, რომლებიც გვქონდა დასახული, ამ წლების განმავლობაში ბევრი მათგანის ეფექტური შესრულება მოხდა. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინას, რომელმაც ძალიან ახალგაზრდას გამომიცხადა ნდობა წლების წინ. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო, პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც მე პირადად, ძალიან ბევრი მასწავლა პოლიტიკაში", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღის ამბები