28 აგვისტო 2026,   12:04
ვრცლად
მინდა ვუსურვო წარმატება ამ კუთხის შვილს, რომელიც აქ დაიბადა, გაიზარდა და ესმის აჭარის ტკივილიც, სიხარულიც და მთლიანად მდგომარეობა - პრეზიდენტი სულხან თამაზაშვილზე

პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე ადგილობრივ ხელისუფლებას წარუდგინეს. იქამდე სულხან თამაზაშვილი პოსტზე აჭარის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა.

მას მხარი "ქართული ოცნების" 12-მა დეპუტატმა დაუჭირა - საბჭომ დაამტკიცა ახალი თავმდჯომარის მინისტრთა კაბინეტიც. კენჭისყრაში ოპოზიცია არ მონაწილეობდა.

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ყველანი მოხარულები არიან, რომ აჭარის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი იქნება.

"მინდა ვუსურვო წარმატება ამ კუთხის შვილს, რომელიც აქ დაიბადა, გაიზარდა და ძალიან ესმის და აჭარის ტკივილიც, სიხარულიც და მთლიანად მდგომარეობა. ჩვენ ყველანი მოხარულები ვართ, რომ ეს ადამიან იქნება მთავრობის თავმჯდომარე.

ასევე. მინდა აღვნიშნო თორნიკე რიჟვაძის დამსახურებები. ეს ადამიანი, ჩვენი მეგობარი, ძალიან რთულ პერიოდში მოუწია მას აჭარაში მოღვაწეობა", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა 4 აპრილს დატოვა, მან გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს უკვე დღეიდან სულხან თამაზაშვილი ოფიციალურად იკავებს

დღის ამბები