21 ივნისი 2026,   07:32
ვრცლად
"სხვა ქვეყნები ცუდად გვეპყრობოდნენ, რადგან ჩვენი სულელი ხელმძღვანელობა მათ ამის უფლებას აძლევდა. ამას აღარ დავუშვებთ" - ტრამპი

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ არ სურდა, საფონდო ბირჟებზე ვარდნა მომხდარიყო, თუმცა ვითარების გამოსასწორებლად, ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტების მიღებაა საჭირო.

"ეარ ფორსის" ბორტზე ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა რომ, ესაუბრა ევროპისა და აზიის ლიდერებს მისი ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების შესახებ. ტრამპის განცხადებით, მხარეებს მის ადმინისტრაციასთან გარიგების სურვილი აქვთ.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა, საკუთარი ინტერესების დასაცავად, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე პროპორციული საპასუხო ზომები მიიღოს".

გამოცემა "როიტერის" ინფორმაციით, ევროკომისია დღეს ევროკავშირის ქვეყნებს წარუდგენს ამერიკული საქონლის ჩამონათვალს, რომლებზეც შესაძლოა დამატებითი გადასახადები დაწესდეს. სავარაუდოდ, ამერიკისთვის საპასუხო ზომებზე კენჭისყრა 9 აპრილს გაიმართება.

გადასახადები ორ ეტაპად ამოქმედდება: ნაწილი 15 აპრილიდან, ხოლო დანარჩენი ერთი თვის შემდეგ.

დღის ამბები