22 ივნისი 2026,   07:37
ვრცლად
რუსეთი უკრაინის განადგურებას აგრძელებს და მშვიდობით არ არის დაინტერესებული - კაია კალასი

რუსეთის მიერ, კრივო რიჰზე თავდასხმას გმობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

"რუსეთის მორიგი დაუდევარი თავდასხმა, რომელიც საცხოვრებელ ზონაში განხორციელდა. დაღუპულია, სულ მცირე, 14 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი. რუსეთი უკრაინის განადგურებას აგრძელებს და მშვიდობით არ არის დაინტერესებული", – წერს კაია კალასი X-ზე.

დღის ამბები