უკრაინაში ომი გრძელდება - რუსულმა ძალებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. დაშავებულია 3 პირი. განადგურებულია მაღალსართულიანი შენობები, მსუბუქი ავტომობილები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
3 ადამიანი დაშავდა მიკოლაევზე მიტანილი იერიშის შედეგად. რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაუჩნდა კერძო სახლებს. კრივოი როგზე თავდასხმისას დაღუპული ოჯახების სოლიდარობის ნიშნად, უკრაინაში 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა.
4 აპრილის ღამეს დასახლებულ პუნქტზე მიტანილ რუსულ იერიშს 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვი.