28 აგვისტო 2026,   16:50
ვრცლად
ტრამპი პირდაპირ მართავს მოლაპარაკებებს რუსეთთან, საუბრობს ურთიერთობების გადატვირთვაზე და, ამ დროს, ბიძინა ივანიშვილი ისევ დასანქცირებულია - კახა კალაძე

ზაზა შათირიშვილი ვრცელი წერილი პოლიტიკური შეფასებების თემაა. ფილოსოფოსი აცხადებს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან დაკავშირებით სრულ დუმილს ინარჩუნებს, ამ დუმილს კი მისივე თქმით ერთადერთი ახსნა აქვს - "დიფ სთეითმა" არ იცის, რა უნდა გააკეთოს საქართველოსთან მიმართებით.

"ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მზად არიან სუფთა ფურცლიდან დაიწყონ ასშ-სთან ურთიერთობა და შემხვედრ პოზიციებს ელოდებიან.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ახალი ადმინისტრაციის განცხადებების მიღმა ჯერ არ ჩანს ქმედითი ნაბიჯები არც საქართველოს და არც იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში პრობლემები ჰქონდა.

"არ მინდა წერილის დეტალებში შევიდე და ანალიზის გაკეთება დავიწყო, თუმცა, ერთი რამ ცხადია - ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და ახლაც ვადასტურებთ მზაობას იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს და საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.
ჩვენ ცოტა ადრე - 3 წლის წინ დავიწყეთ "დიფ სთეითზე" საუბარი. მაშინ ამას ვერავინ ბედავდა და, გულწრფელად გეტყვით, რომ მოლოდინი მქონდა იმისა, რომ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა, საქართველოს ხელისუფლებას მადლობას ეტყოდა ამ ყველაფრისთვის.

თუმცა, დღეს ვართ მოლოდინის რეჟიმში, არის გარკვეული ვაკუუმი - ესეც უნდა აღინიშნოს. არსებობს ძალიან ბევრი კითხვები, მაგალითად, ბაიდენის ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა იმის გამო, რომ ვითომ, მას რაღაც ურთიერთობები ჰქონდა რუსეთთან. დღეს ვხედავთ, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავისი ადმინისტრაციით პირდაპირ მართავს მოლაპარაკებებს რუსეთთან, საუბრობს ურთიერთობების გადატვირთვაზე, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე და ამ დროს, ბიძინა ივანიშვილი ისევ დასანქცირებულია," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები