აგრარული განათლების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა - გარემოსდაცვთი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში.
საბჭოს მიზნად ამ სფეროში განხორციელებული პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება სახელდება. საბჭოს ფუნქციაში შედის ასევე საგანმანათლებლო მასალების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
საბჭოს პირველი შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გახსნა.