22 ივნისი 2026,   05:49
ვრცლად
"ეს არის ომის გამოცხადება ბრიუსელის მიერ" - სალვინის განცხადებით, მარინ ლე პენისთვის გამოტანილი სასჯელი მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას ისახავს მიზნად

იტალიის ვიცე-პრემიერი, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მარინ ლე პენის დამნაშავედ ცნობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მატეო სალვინის განცხადებით, ლე პენის სასჯელი, რომელიც მას ართმევს კენჭისყრის უფლებას, "არის ომის გამოცხადება ბრიუსელის მიერ".

"ისინი, ვისაც ეშინია ამომრჩევლის გადაწყვეტილების, ნუგეშს ხშირად სასამართლოს გადაწყვეტილებაში პოულობენ. პარიზში მათ განაჩენი გამოუტანეს მარინლე პენს და სურთ მისი პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება. ესაა ცუდი ფილმი, რომელსაც ვხედავთ სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, რუმინეთში", - წერს სალვინი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მარინ ლე პენი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ფრანგული ულტრა მემარჯვენე პარტიის ლიდერს, ბრალი ევროკავშირის ფონდების უკანონოდ მითვისებასა და არამიზნობრივად გამოყენებაში ედება.

 

 

 

დღის ამბები