02 სექტემბერი 2026,   22:27
ვრცლად
"უნდა ვუთხრათ სალომე ზურაბიშვილს, ცოტა აზრზე მოვიდეს, როცა ვლაპარაკობთ ერთიანობაზე და ამბობს, რომ ერთიანობა შემოგდებული თემაა, ეს არაა ნორმალური" - ლევან ხაბეიშვილი

როცა ვლაპარაკობთ ერთიანობაზე და ზურაბიშვილი ამბობს, რომ ერთიანობა შემოგდებული თემაა, ეს არაა ნორმალური. უნდა ვუთხრათ სალომეს, ცოტა აზრზე მოვიდეს – ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვისაც არ უნდა ერთიანობა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მას ქართველმა ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი.

"ერთიანობასთან დაკავშირებით არასდროს პრობლემა არ გვქონია, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. როცა ვლაპარაკობთ ერთიანობაზე და ზურაბიშვილი ამბობს, რომ ერთიანობა შემოგდებული თემაა და თურმე დაქსაქსულობაა კარგი და ეს არაა ნორმალური, უნდა ვუთხრათ სალომეს, ცოტა აზრზე მოვიდეს. ძალა არის ერთობაში, ამას ვინც ვერ გაიგებს, უნდა გვესმოდეს, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის მაშველი რგოლი, მათ შორის, ვითომ ოპოზიციური პარტია რომ აქვს გახარიას, ორი დღეა, არიან ოპოზიციაში. ჩვენ გვექნება მკაფიო გეგმა, რომელიც უკავშირდება ერთიანობას. ვისაც არ უნდა ერთიანობა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მას ქართველმა ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

დღის ამბები