03 სექტემბერი 2026,   11:04
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილის სრულად აქვს დებულებით გათვალისწინებული პაემნების ლიმიტი ამოწურული - პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. ლევან იოსელიანის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს არც საპატიმრო პირობებზე ან ადმინისტრაციის მხრიდან მის მიმართ მოპყრობაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს.

ომბუდსმენის თქმით, ღარიბაშვილს პრეტენზია ჰქონდა პაემნის გაუქმების საკითხზე. სახალხო დამცველის ამ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა, უწყება განმარტავს, რომ პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა. 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის განცხადებით, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს პაემნის ლიმიტები სრულად აქვს ათვისებული.

"სამწუხაროდ, პენიტენციურ სამსახურს კიდევ ერთხელ გვიწევს განმარტების გაკეთება მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ვითომ გაუქმებულ პაემანთან დაკავშირებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე, იქიდან გამომდინარე, რომ მას სრულად აქვს ნომერ მე-12 პენიტენციური დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული პაემნების ლიმიტი ამოწურული.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ დაწესებულების დირექტორს აქვს სრული უფლება გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი მსჯავრდებულის პაემნით წახალისებასთან მიმართებაში, თუმცა ამ შემთხვევაში მსგავსი აქტი გამოცემული არ ყოფილა და შესაბამისად ვერც პაემანი ვერ იქნებოდა ჩანიშნული.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან", - განაცხადა ლევან იოსელიანი.

დღის ამბები