22 ივნისი 2026,   00:20
ვრცლად
სტამბოლში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა - აქციის მონაწილეები იმ დროს შეიკრიბნენ, როცა ქალაქის დაკავებული მერი სასამართლოს წინაშე წარდგა

სტამბოლის მუნიციპალიტეტის შენობასთან შეკრებილ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის გუშინ ღამით დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები იმ დროს შეიკრიბნენ, როცა სტამბულის დაკავებული მერი, იმამოღლუ თურქეთის სასამართლოს წინაშე წარდგა.

სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, 19 მარტს, გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება ორ საქმეზე მიმდინარეობს. მას კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი. გამოძიების ფარგლებში სულ დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

დღის ამბები