21 აგვისტო 2026,   11:56
ვრცლად
ქართული მრავალხმიანობა და საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო - დიუსელდორფში ღვინის საერთაშორისო გამოფენა გრძელდება

ქართული მრავალხმიანობა და საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, სწორედ ამ გზავნილით ეცნობიან ევროპის პრესტიჟული გამოფენების სტუმრები და დეგუსტატორები საქართველოს მთელი მსოფლიოდან. ყველაზე მასშტაბური ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენას გერმანიამ უმასპინძლა. 25 წლიანი ტრადიცია არც წელს დარღვეულა, პროვეინ დუსელდორფში მონაწილეობა ქართული ღვინის მწარმოებელმა 24-მა კომპანიამ მიიღო.

პროვეინი, როგორც წლის მთავარი მოვლენა ღვინის მწარმოებლებისთვის, ქალაქ დუსელდროფში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა. გამოფენის ფარგლებში მოეწყო სპეციალური კუთხეც, სადაც ქართულ ღვინო კიდევ ერთხელ შეაფასეს, როგორც კომერციული სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე უცხოელმა ექსპერტებმა.

ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. საერთაშორისო გამოფენებში აქტიური მონაწილეობა და ქართული ღვინის პოპულარიზაცია კი ადგილობრივი მეღვინეებისთვის, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა.

გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და პროვეინ დუსელდორფის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც ხაზი გაესვა 25 წლიან ორმხრივ თანამშრომლობას და სამომავლო პერსპექტივებს. პროვეინ დუსელდორფის გამოფენა, უკვე სამი ათეული წელია იმართება.

დღის ამბები