"ნანუკას ფონდის" დამფუძნებელმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ფონდების დაყადაღების შესახებ საუბრობს. ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება "ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურია."
"ალტერნატიული გზები მოიძებნება ყველა შემთხვევაში, ყველაზე რთულ შემთხვევაშიც კი, ამიტომ მე გთხოვთ, რომ არ ავყვეთ პანიკას. ეს არის ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური გადაწყვეტილება. როდესაც საუბარია ჩაჭრილ ელექტროენერგიაზე და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, რომელი მუხლით გვეკრძალება დაკავებული ადამიანების ოჯახის წევრების ფინანსური მხარდაჭერა? მეორე - ბალაკლავებისა და აირწინაღების დარიგება - სად წერია, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ აირწინაღებს ვარიგებდით, ეს იყო კანონით აკრძალული? ჩვენც ხომ ვიცით, რომ სწავლობდნენ ამ დოკუმენტაციას და, საბოლოო ჯამში, მივიდნენ და გამოსავალი იპოვეს, რომ ყველა ფონდი ერთად რომ დაეხურათ, საბოტაჟის მუხლი გამოეყენებინათ, რომლის განცხადებაც შეიტანა ვატო შაქარაშვილმა," - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.