22 ივნისი 2026,   10:00
ვრცლად
"ვფიქრობ, ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობების საფრთხის ქვეშ არის" - ჯეი დი ვენსი

ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის საფრთხის ქვეშ არის, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. ჯეი დი ვენსი ამბობს, რომ სურს, ევროპა წარმატებული და აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირე იყოს.

"ვფიქრობ, ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობების საფრთხის ქვეშ არის. მათ არ შეუძლიათ ან არ სურთ, რომ თავიანთი საზღვრები გააკონტროლონ. ხედავთ, რომ ისინი თავიანთი მოქალაქეების სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას იწყებენ, მაშინაც კი როდესაც მოქალაქეები საზღვრებზე შეჭრას აპროტესტებენ. ევროპამ საკუთარ ხალხსა და საკუთარ სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს. ვფიქრობ, ევროპასთან საერთო ძალიან ბევრი გვაქვს. დიაც, ხანდახან ევროპელებს ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით არ ვეთანხმებით, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დასავლური ცივილიზაციის აკვანია,“ - აცხადებს ჯეი დი ვენსი.

 

დღის ამბები