"ნაციონალურ მოძრაობაში" კვლავ ურთიერთბრალდებები, დაპირისპირება და კრიზისია. პარტიის ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას პარტიაში არაერთგვაროვნად აფასებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული მიმართულების მდივნის, ვასო ურუშაძის განცხადებით, პარტიაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა სიახლე არავისთვისაა.
"უკვე ორი წელია, თინა ბოკუჩავა არის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და მოახლოებული იყო თავმჯდომარის ცვლილების საკითხი. დღის წესრიგის აქტუალიზაცია "ნაციონალური მოძრაობისთვის" ახალი საერთოდ არ არის. ის, რომ განსხვავებული აზრია "ნაციონალურ მოძრაობაში" და ყველა ყველას არ ეთანხმება, ესეც არ არის ახალი. გასულ წლებშიც არსებობდა არაერთი აქტუალური საკითხი, რომელიც პარტიასთან იყო დაკავშირებული და დისკუსიას იწვევდა", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.