სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება - პარლამენტი ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. პროექტი რამდენიმე საათში ბიუროზე დარეგისტრირდება და დღესვე პირველი მოსმენით იურიდიულ კომიტეტზე გავა.
ახალი წესით, 15-დან 30-თ კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება 100 ლარის ნაცვლად 50 ლარით დაჯარიმდება. 40-დან 50-თ კმ/სთ-მდე გადაჭარბება კი - 300 ლარის ნაცვლად 100 ლარი ეღირება.
უცვლელი რჩება მკაცრი სანქცია 50 კმ/სთ-ზე მეტით სიჩქარის გადაჭარბებისთვის. რეფორმა კვირის ბოლომდე დამტკიცდება.