აშშ და ირანი ჰორმუზის სრუტეში ინციდენტების თავიდან ასაცილებლად სპეციალური საკომუნიკაციო არხის შექმნაზე შეთანხმდნენ. ჟენევაში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მედიატორი ქვეყნის, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
თეირანმა მიღწეულ გადაწყვეტილებას ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის გზაზე დიდი წარმატება უწოდა, პროგრესის იმედი აქვს ამერიკულ დელეგაციასაც ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით.
პარალელურად, დონალდ ტრამპმა ირანისგან მისი ე.წ. პროქსი ძალების გაკონტროლება მოითხოვა, რასაც თეირანმა მუქარის უშედეგო მცდელობა უწოდა. ამავდროულად, ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მათი ჯარი ლიბანის ტერიტორიაზე რჩება.