22 ივნისი 2026,   05:52
ვრცლად
ფლორიდელმა კაცმა სამზარეულოში ალიგატორი იპოვა (ვიდეო)

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, კაცს "დაუპატიჟებელი სტუმარი" ეწვია - მან სამზარეულოში ალიგატორი აღმოაჩინა.

პოლ ქუინი ამბობს, რომ, ოთახის გასანიავებლად, ეზოში გამავალი კარი ღია დატოვა, თუმცა ვერ წარმოიდგინება, რომ იქიდან ალიგატორი ესტუმრებოდა.

კაცმა 911-ში დარეკა. საბოლოოდ, ფლორიდის თევზისა და ველური ბუნების დაცვის კომისიის წარმომადგენლებმა სახლში 2,5-მეტრიანი ალიგატორი ნახეს. ის, მახის გამოყენებით, სახლიდან გაიყვანეს და ველურ ბუნებაში გაუშვეს.

დღის ამბები