ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოკლაჰომასა და ტექსასში ტყის ხანძარს ებრძვიან. ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება და ლიკვიდაცია რთულდება.
სტიქიას რამდენიმე კერა აქვს. ხანძრის შედეგად, დაზიანდა ელექტროხაზები, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 77 ათას ადამიანს. მათი ნაწილი ევაკუირებულია.
ხანძარი პარასკევს გაჩნდა, სტიქიამ უკვე 11 ათასი ჰექტარი ტერიტორია მოიცვა.