26 აგვისტო 2026,   04:08
ვრცლად
"ამათ არაფერს არ ეკითხებიან - მერე დირექტივა რომ მოუვათ, რაც წარმოუდგენლად გეჩვენებათ ახლა, წარმოსადგენი იქნება" - თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერები გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებენ და ისინი გარე პირების დირექტივების შესაბამისად მოქმედებენ.

შარმანაშვილის თქმით, თუ მათ ეტყვიან, რომ რომელიმე პარტიასთან ან პირთან გაერთიანება არის საჭირო, გაერთიანდებიან კიდეც.

"ეს ნიშნავს იმას, რომ საბოლოო დირექტივა მოსული არ არის და ჯერჯერობით, თავისუფლად გამოთქვამენ თავის აზრებს, მერე  დირექტივა რომ მოუვათ, რაც წარმოუდგენლად გეჩვენებათ ახლა, წარმოსადგენი იქნება - როგორც გვარამიასა და ზურაბიშვილის ერთად დგომა იყო წარმოუდგენელი.

ჩვენი უბედურება ის არის, რომ შიდა პოლიტიკურ პროცესთან არ გვაქვს საქმე. ამათ არაფერს არ ეკითხებიან, მოუვათ დირექტივა და ეტყვიან - ახლა იქნებით შენ და შენ ერთად, ახლა მიიღებთ მონაწილეობას აქ, ან გამოაცხადებთ ბოიკოტს. ასეთი წესით მუშაობს "დიფ სთეითი" ეს არის სამწუხარო, თორემ ჩემთვის გასაგები იქნებოდა, რომ დიდ ქვეყნებს პატარა ქვეყნების მიმართ გარკვეული ინტერესები აქვთ.

როდესაც ეს ინტერესი ხორციელდება რევოლუციური პროცესების ჩანერგვით, როდესაც ხორციელდება დესტრუქციული ქმედებების დაფინანსებით, რათა ქვეყანაში არეულობა, საომარი სიტუაციები შეიტანონ, რა თქმა უნდა, ეს ყოვლად წარმოუდგენელია", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

 

დღის ამბები