დონეცკის ოლქში - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. განადგურებულია კერძო სახლები და მეურნეობები.
უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქში დაკავებული ტერიტორიის 25% დაკარგეს. უკრაინის არმია რუსეთის ტერიტორიის 300 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს.
ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთს სამხედრო რესურსის ძირითადი ნაწილი კურსკში აქვს მობილიზებული.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ერთი ადამიანი ემსხვერპლა დრონის აფეთქებას მოსკოვში, დაშავებულია 5. დაზიანდა სურსათის საწყობი და 20 ავტომობილი.