22 ივნისი 2026,   13:02
ვრცლად
Jerusalem Post-ი სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ USAID-ის თანხები დაკავშირებულია საერთაშორისო ტერორიზმის, მათ შორის "ჰამასის" დაფინანსებასთან

ისრაელის გამოცემა Jerusalem Post-ი წერს, რომ ცოტა ხნის წინ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დაიწყო გამოძიება საკუთარი წარსული დაფინანსების შესახებ, რომელიც მათ შორის მიმართული იყო მედიებისთვის, როგორიცაა BBC-ი.

რამაც სავარაუდოდ, ხელი შეუწყო ანტი ისრაელური პროპაგანდის გავრცელებასა და პალესტინური ტერორიზმის შესახებ ინფორმაციის დამალვას. გამოცემა წერს, რომ გავრცელებული ცნობების თანახმად, USAID-ის თანხები დაკავშირებულია საერთაშორისო ტერორიზმის დაფინანსებასთან, მათ შორის "ჰამასის" დაფინანსებასთან.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბევრ ქვეყანაში პოლიტიკოსები საზოგადოების განწყობას ერგებიან და ისრაელს აკრიტიკებენ პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად, განსაკუთრებით ევროპის იმ ქვეყნებში სადაც მუსლიმანური მოსახლეობა იზრდება. გამოცემის ავტორის აზრით, ეს ყველაზე აშკარაა ირლანდიაში, შვედეთსა და ბელგიაში.

დღის ამბები