29 აგვისტო 2026,   14:24
ვრცლად
სახელმწიფოსგან მოთხოვნილი მილიარდ ნახევარი დოლარის ნაცვლად, ხაზარაძემ ხაზინაში მილიონ 800 000 ლარი გადაიხადა - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხაზარაძე ანაკლიის პორტის თემით მიზანმიმართულად სპეკულირებდა

სახელმწიფოსგან მოთხოვნილი მილიარდ ნახევარი დოლარის ნაცვლად, მამუკა ხაზარაძემ ხაზინაში მილიონ 800 000 ლარი გადაიხადა. საუბარია პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ყოფილ ბიზნესმენსა და ანაკლიის პორტის ყოფილ ინვესტორს სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ არ დაუკმაყოფილა. მეტიც, საარბიტრაჟო მომსახურების დავალიანების გადახდა ქვეყნის ბიუჯეტისთვის სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძეს დააკისრა. იუსტიციის სამინისტროში, განმარტავენ, რომ "ლელოს" დამფუძნებლებს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლოთ, თუმცა საურავის გადახდით, ფაქტობრივად აღიარეს, რომ ბრალი სპეკულაციური იყო.

ეთანხმება თუ არა მისივე სურვილით შერჩეული არბიტრაჟის გადაწყვეტილებას - ამ კითხვაზე პასუხი დღეს თავად მამუკა ხაზარაძეს არ გაუცია.

მის პოლიტიკურ გუნდში კი დილიდან სპიკერად სალომე სამადაშვილი გამოიყვანეს. რომელიც შეკითხვამ ისე გააღიზიანა, რომ "კურიერის" გადამღებ ჯგუფს თავდასხმით უპასუხა. მოგვიანებით, ამავე თემაზე განმარტება "ლელოს" ლიდერმა და ხაზარაძის პარტნიორმა - ბადრი ჯაფარიძემაც გააკეთა.

საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ დაკისრებული თანხის გადახდამ, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ხაზარაძე ანაკლიის პორტის თემით მიზანმიმართულად სპეკულირებდა. პოლიტიკური ლიდერების თქმით, ყოფილმა ბანკირმა ანაკლიაში საინვესტიციო ვალდებულებები არაერთხელ დაარღვია, შემდგომ კი სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის მიუხედავად, მილიარდობით ლარს ბიუჯეტიდან ითხოვდა.

პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს და მათ ანაკლიის კონსორციუმს, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 650 000 დოლარის კომპენსაციის გადახდა 2024 წლის ივლისში დააკისრა. სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდება იმის შესახებ, რომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ხელი სახელმწიფომ რაიმე ფორმით შეუშალა.

დღის ამბები