26 აგვისტო 2026,   02:45
ვრცლად
"სახეზე გვაქვს არამხოლოდ ბალტიისპირეთის სანქციები, არამედ ბრიტანული, ამერიკული და სხვა ევროპული ქვეყნების და ვერაფრით ხსნის იმას, რომ ამაში ვიღაც სხვა არის ბრალდებული" - თეონა აქუბარდია

ოპოზიცია ბალტიისპირეთში შეხვედრებს აგრძელებს. ხელისუფლების ოპონენტები ამჯერად ესტონეთში იმყოფებიან. "ქართული ოცნება" ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან წამოსულ სანქციებს, ოპოზიციის შეხვედრებს უკავშირებს.

ხელისუფლების ოპონენტები კი აცხადებენ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა არსებობს სხვა ქვეყნების სანქციებიც და ეს "ვერაფრით ხსნის იმას, რომ ამაში ვიღაც სხვა არის ბრალდებული":

"როდესაც სახეზე გვაქვს არამხოლოდ ბალტიისპირეთის სანქციები, არამედ მათ შორის ბრიტანული, ამერიკული და სხვა ევროპული ქვეყნების, ეს, რა თქმა უნდა, ვერაფრით ხსნის იმას, რომ ამაში ვიღაც სხვა არის ბრალდებული. ესეც მორიგი პროპაგანდისტული ხაზია მით უფრო მაშინ, როდესაც ბალტიისპირეთის სანქციები იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა ინდივიდუალური სანქციების ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ,"- აცხადებს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრი თეონა აქუბარდია.

დღის ამბები