ჩუღურეთის რაიონში ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო. ღონისძიება ყოველწლიურად იმართება. კვირეულის ფარგლებში ეწყობა შეხვედრები.
დეპუტატი რიმა ბერაძე ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ ქალებს შეხვდა და 8 მარტი მიულოცა. ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიზნად ისახავს, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალების წახალისებას.