ოპოზიცია ბალტიისპირეთში შეხვედრებს აგრძელებს. ხელისუფლების ოპონენტები ამჯერად ესტონეთში იმყოფებიან.
"ქართული ოცნება" ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან წამოსულ სანქციებს, ოპოზიციის შეხვედრებს უკავშირებს.
მმართველი გუნდი ოპონენტებს ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბალტიისპირეთის სანქციების უკან ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის კოორდინირებული მოქმედებებია:
"აქ არ არის ხელისუფლებაზე საუბარი, აქ საუბარია ჩვენი სახელმწიფო ინტერესების მტრობაზე. ოპოზიციის ნაწილი ახლაც იმყოფება ზოგი ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ზოგი კი სხვა ქვეყანაში,თუმცა ძალიან საინტერესოა რა დაფინანსებით და ვისი მიწვევით დადიან ეს ადამიანები.
სიები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში, შედგენილია საქართველოში და გადაგზავნილია საქართველოდან. მერე კი, როგორც წესი, ყოველგვარი აპელაციის გარეშე წერენ ადამიანებს სიაში. თუმცა ეს განსაკუთრებულად მძიმედ იგრძნობა ბალტიის ქვეყნების მიმართ. სამწუხაროა, რომ ბალტიის ქვეყნები, რომლებმაც ჩვენთან ერთად იბრძოლეს საქართველოს და საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, ახლა მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ასე ღიად ებრძვიან ჩვენს ქვეყანას - აქაც მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ ჩვენ შევძელით მშვიდობა და სტაბილურობა,"- აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.