21 ივნისი 2026,   23:04
ვრცლად
რუსეთის მორიგი იერიში უკრაინის ენერგოსისტემაზე - ქვეყნის რამდენიმე ოლქში იწვის გაზსადენების ინფრასტრუქტურა, განადგურებულია ელექტროგადამცემი ხაზები

რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემას რაკეტებითა და დრონებით შეუტია - პოლტავის, ხერსონის, ხარკოვის, ტერნოპოლის და ოდესის ოლქებში იწვის გაზსადენების ინფრასტრუქტურა, განადგურებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გამანაწილებელი ობიექტები.

ხარკოვში რუსეთის ძალების იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, ოკუპანტმა დარტყმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განახორციელა. ქალაქ ხარკოვის კიევის რაიონში სხვა და სხვა ლოკაციაზე ხანძარი გაჩნდა.

დღის ამბები