21 ივნისი 2026,   23:05
ვრცლად
სირიაში, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერებმა სამთავრობო ძალებზე იერიში მიიტანეს - დაღუპულია უსაფრთხოების 13 თანამშრომელი

ყველაზე მასშტაბური შეტაკება სირიაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ - ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერებმა სამთავრობო ძალებზე იერიში მიიტანეს. შეტაკებები იყო ჰომსში, ასევე სანაპირო ქალაქ ჯაბლეჰში - დაღუპულია უსაფრთხოების 13 თანამშრომელი. სირიის მთავრობამ ლატაკიაში დამატებითი სამხედრო ძალები გაგზავნა.

რეგიონში ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება. სირიის ქალაქებსა და სოფლებში სროლის ხმა ისმის.

დღის ამბები