საქართველო და არჩევნების გამოძიება - "კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ ISFED-მა დღეს პროკურატურას მიმართა და 26 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების გადასაცემად დრო ითხოვა.
ინფორმაციას ადასტურებენ საგამოძიებო უწყებაში.
"სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებს ამ დრომდე არ მოუწოდებიათ საქართველოს პროკურატურისთვის მასალები. ისინი თავად დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდებათ იმისათვის, რომ ეს მასალები მიაწოდონ საქართველოს პროკურატურას. მიზეზად დასახელდა ის, რომ მასალა საკმაოდ მოცულობითია,"- აცხადებს საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ბაია ცანავა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე "პივიტის" მონაცემები ცესკოს მონაცემებს დაემთხვა, თუმცა სამართლიანმა არჩევნებმა ის არ გამოაქვეყნა. ახლა "ისფედს" ოთხთვიანი პაუზის შემდეგ დოკუმენტაციის გადაცემა პროკურატურისთვის მოუწევს. თუმცა როდის ჯერ ცნობილი არ არის.