22 ივნისი 2026,   04:12
ვრცლად
"ევროპის უსაფრთხოება და თავდაცვა განუყოფელია უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვისგან"- ანტონიო კოშტა

ორი საათია ევროპელი ლიდერები ბრიუსელში სპეციალურ სამიტს მართავენ. შეკრების მთავარი საკითხი უკრაინის მხარდაჭერაა.

ევროპის პოლიტიკურ ცენტრშია ვოლოდიმირ ზელენსკიც. მრგვალი მაგიდის ფორმატით შეხვედრის დაწყებამდე ლიდერებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. ითქვა რომ მიზანია უკრაინას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად ევროპამ მხარი დაუჭიროს.

სამიტის დაწყებამდე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან ცნობილი გახდა, რომ უნგრეთის წინააღმდეგობის პასუხად, განიხილება მსურველთა კოალიციის შექმნის შესაძლებლობა, რათა ერთმა ქვეყანამ ყველა დანარჩენი ვერ დაბლოკოს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას განცხადებით, შეკრების მთავარი მზიანია მხარი დაუჭირონ უკრაინას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ევროპის უსაფრთხოების განსამტკიცებლად. დღეს აქ ვართ გადაწყვეტილებების მისაღებად და მათ განსახორციელებლად. რა თქმა უნდა, ევროპის უსაფრთხოება და თავდაცვა განუყოფელია უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვისგან. უფრო ძლიერი ევროპული თავდაცვა ზრდის უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს, ხოლო უკრაინის გაძლიერებული თავდაცვა თავის მხრივ ხელს უწყობს ჩვენი თავდაცვის განმტკიცებას. სწორედ ამიტომ ვართ აქ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში. ძვირფასო ვოლოდიმირ, ჩვენ შენ გვერდით ვართ ახლაც და მომავალშიც, მათ შორის სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში", - განაცხადა ანტონიო კოშტამ.

 

დღის ამბები