22 ივნისი 2026,   03:09
ვრცლად
"გვჭირდება ევროპის გადაიარაღება: დახარჯვა, დახარჯვა, დახარჯვა თავდაცვასა და შეკავებაზე" - დანიის პრემიერი

დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპის გადაიარაღება აუცილებელია და ამისთვის კონტინენტს დიდი დრო არ აქვს. 

მეტე ფრედერიქსენს, რომელიც ბრიუსელში ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრას ესწრება, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რა საკითხების განხცილვას გეგმავენ ლიდერები. 

"არ ვფიქრობ, რომ ბევრი დრო გვაქვს. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება ევროპის გადაიარაღება: დახარჯვა, დახარჯვა, დახარჯვა თავდაცვასა და შეკავებაზე. ჩვენ ახლა უნდა ვიმსჯელოთ ყველაფერზე, ასე რომ, მაგიდის გარშემო არსებული ყველა კარგი იდეა ჩვენი დისკუსიის ნაწილი უნდა იყოს", - აცხადებს მეტე ფრედერიქსენი.

დღის ამბები