უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების და უკრაინის ჯგუფებმა მომდევნო შეხვედრის ორგანიზებისთვის მუშაობა დაიწყეს. მისი ინფორმაციით, საკითხზე მოლაპარაკებები უკვე გამართეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა.
"ვემზადებით ევროკავშირის სამიტისთვის, რომელიც ბრიუსელში გაიმართება. ყველა ხედავს, რა სისწრაფით ვითარდება მოვლენები დიპლომატიის სფეროში. დღეს უკრაინისა და ამერიკის გუნდებმა მომავალი შეხვედრის ორგანიზებისთვის დაიწყეს მუშაობს. ანდრიი ერმაკმა და მაიკ უოლცმა მოლაპარაკებები გამართეს და ჩვენ წინსვლას ვხედავთ. იმედი გვაქვს, რომ პირველ შედეგებს მომავალ კვირაში დავინახავთ. ამასთან ერთად, ჩვენს ევროპულ გზაზე პროგრესი უნდა განვაახლოთ, განსაკუთრებით ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. მადლობა ყველას, ვინც უკრაინისთვის მუშაობს და მათ, ვინც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის იბრძვის," - განაცხადა ზელენსკიმ.