თეთრი სახლის პრესმდივანი, კაროლინ ლევიტი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება იმის შესახებ, რომ მზადაა, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მუდმივი მშვიდობის მისაღწევად იმუშაოს, პოზიტიური წინგადადგმული ნაბიჯია.
ლევიტმა აღნიშნა, რომ ახლა იშვიათი მინერალების შეთანხმების ხელმოწერის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"განიხილავენ უკრაინის დაფინანსებას. ეს პაუზა განხილვისთვისაა. ახლა იშვიათი წიაღისეულის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ზუსტად ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ჯერ არ არის დადგენილი, როდის გახდება შესაძლებელი შეთანხმების ხელმოწერა. უკრაინისთვის დახმარება შეჩერებულია ან გადახედვის პროცესშია. რაც შეეხება სადაზვერვო საკითხებს, მე ამ საკითხზე ეროვნულ უშიშროების საბჭოსთან გადაგამისამართებთ," - განაცხადა ლევიტმა.