22 ივნისი 2026,   17:02
ვრცლად
HiSky Europe-ის თვითმფრინავს ჰაერში ძრავა აუფეთქდა - კადრები მედიაში ვრცელდება

რუმინეთში, ბუქარესტის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, ავიაკომპანია HiSky Europe-ის თვითმფრინავს მარცხენა ძრავა აუფეთქდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

თვითმფრინავ Airbus A320-ის ძრავა აფრენიდან მალევე აალდა. ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრების გადაღება მგზავრებმა ტელეფონებით შეძლეს.

თვითმფრინავის პილოტებმა აეროპორტში დაბრუნებისა და ავარიული დაშვების გადაწყვეტილება მიიღეს. თვითმფრინავი აეროპორტში აფრენიდან 17 წუთში დაბრუნდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომპანიამ აღნიშნულია თვითმფრინავი ექსპლუატაციიდან მოხსნა. მას შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდება.

 

დღის ამბები