აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ქალი ალიგატორმა დაკბინა. abcnews-ის ინფორმაციით, შემთხვევა Tiger Creek-ის ნაკრძალში მაშინ მოხდა, როდესაც ქალი ნავით სეირნობდა.
მედიის ცნობით, რეპტილიამ ქალს ხელში უკბინა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
პოლიციის განცხადებით, ალიგატორის დასაჭერად ტერიტორიაზე მონადირეები მუშაობენ. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს ნავით მხოლოდ იმ ტერიტორიებზე ისეირნონ სადაც ეს დაშვებულია.