სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის კაფსულები ისროლეს. შედეგად ორი დეპუტატი დაშავდა, ერთმა ინსულტი მიიღო და მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვის მიზანი იყო ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდაჭერა.
4 თვის წინ რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევის გამო ჯერ არავინ დაუსჯიათ. აქციები სწორედ ამას მოჰყვა. დემონსტრანტები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.