22 ივნისი 2026,   02:40
ვრცლად
ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპის გადაიარაღების გეგმა წარადგინა.

"ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებისა და სამხედრო შესაძლებლობების გაზრდის ახალი გეგმით, შესაძლებელი იქნება 800 მილიარდი ევროს მობილიზება," – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მან წერილით მიმართ ევროპელ ლიდერებს 6 მარტს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის წინ.

წერილში მან"ევროპის გადაიარაღების გეგმა" წარადგინა. ეს არის ხუთპუნქტიანი შეთავაზებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის ხელთ არსებული ფინანსური ბერკეტების გამოყენებას, რათა დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს, სწრაფად და მნიშვნელოვნად გაზარდონ ხარჯები.

დღის ამბები