22 ივნისი 2026,   07:39
ვრცლად
წყნარ ოკეანეში იშვიათი სახეობის ღრმაწყლოვანი თევზი დაიჭირეს

წყნარ ოკეანეში, რუსეთის სანაპიროსთან, მეთევზემ იშვიათი სახეობის თევზი დაიჭირა, რომელიც "უცხოპლანეტელის თავს" ჰგავს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

რუსმა მეთევზემ, რომელიც ღრმაწყლოვანი თევზაობით არის დაკავებული იშვიათი თევის ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა. მეთევზის განმარტებით, მისი ნადავლი Aptocyclus ventricosus-ის სახეობის თევზია, რომელიც ღრმა წყლებში ბინადრობს და სიგრძეში 44 სმ-მდე აღწევს.

თევზის ამ სახეობას უცნაური გარეგნობა აქვს, თუმცა აღნიშნულმა ეგზემპლარმა, წყლის ზედაპირზე ამოსვლის დროს, სავარაუდოდ წნევის მკვეთრი ცვლილების გამო მუტაცია განიცადა, რამაც მისი გარეგნობა კიდევ უფრო უცნაური გახადა.

დღის ამბები