27 აგვისტო 2026,   18:38
ვრცლად
დღეს პარლამენტში უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს

დღეს პარლამენტში პირველი მოსმენით უყრიან კენჭს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს. მას შემდეგ, რაც პარლამენტი ინიციატივას კანონად აქცევს, გაუქმდება უცხოური გავლების გამჭვირვალობის შესახებ რეზონანსული კანონი.

"ქართული ოცნება", უკვე მოქმედი რეგულაციების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, მოტივაციად უცხო ჩარევისგან თავის დაცვას ასახელებს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შემოსული ფინანსების გამჭვირვალობა აუცილებელია.

ოპოზიციურ სპექტრში კვლავ აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის დაინიცირება არარელევანტურია და სადამსჯელო მიზანს ემსახურება.

დღის ამბები